ფოტორეპორტაჟი ევროპულ ციხეებზე

ფოტორეპორტაჟი ევროპულ ციხეებზე

პატიმრობა და ციხე რკინის გისოსებთან, მძიმე პირობებთან და სხვა უამრავ პრობლემასთან ასოცირდება, თუმცა მსოფლიოში არსებობს სხვაგვარი სასჯელაღსრულების დაწესებულებები, სადაც პატიმრებს ავიწყდებათ, რომ მსჯავრდებულები არიან.

ფოტორეპორტაჟი ☛

ნორვეგია - ბასტოის კუნძულზე მდებარე ციხეში პატიმრებს აქვთ მეურნეობა და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების დიდი წილი, რასაც საკვებად იყენებენ, თავად მოჰყავთ. ციხეში 100 პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი. პატიმრები თამაშობენ ტენისს, იღებენ მზის აბაზანებს და გემოვნებით მოწყობილ ხის კოტეჯებში ცხოვრობენ.

შოტლანდია - სამხრეთით მდებარე ადიველის ციხე 700 პატიმარს იტევს. ციხის მიზანია, გათავისუფლების შემდეგ პატიმრებმა მარტივად შეძლონ რეინტეგრაცია და სამსახურის პოვნა. ციხეში იდეალური პირობებია შექმნილი და ყველაფერია იმისთვის, რომ პატიმრებმა თავი ჩაკეტილ სისტემაში არ იგრძნონ.


ესპანეთი - სასჯელაღსრულების ამ ინოვაციურ დაწესებულებაში ცდილობენ პატიმრებს შეუნარჩუნონ ოჯახები და საშუალებას აძლევენ მათ მცირეწლოვან პატარებს იცხოვრონ საპატიმროში მშობლებთან ერთად, სადაც მათთვის კომფორტული გარემოა შექმნილი საბავშვო საწოლებით, კედლებზე დისნეის პერსონაჟები.