პროექტი „უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის - SECTORs” აცხადებს ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების განაცხადების მიღებას პიროვნული ზრდის პროგრამაში მონაწილეობის მიზნით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სექტორული პარტნიორობის წახალისების, სამეწარმეო განათლების შეთავაზებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის გზით, რათა წვლილი შევიტანოთ პროექტის სამიზნე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაში.
პიროვნული ზრდის პროგრამაში ჩართული პირები პროფესიონალი „ქოუჩის“/ კონსულტანტის დახმარებით განივითარებენ პიროვნულ უნარებს და მოახდენენ სწორ პროფესიულ ორიენტაციას შემდგომი განათლებისა და დასაქმებისათვის.
გარდა ამისა, მონაწილეებს პიროვნული ზრდის პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში, დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას, მიიღონ სამეწარმეო განათლება, დასაქმდნენ პროექტის სამიზნე ორგანიზაციებში და პროექტითვე განსაზღვრული საგრანტო პროგრამის საშუალებით წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამაში მონაწილეობის ხარჯს მთლიანად ფარავს ევროკავშირი.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმების გათვალისწინებით:
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ქალთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობას (ამ უკანასკნელის შემთხვევაში მოხდება მათი უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება და თანხვედრის უზრუნველყოფა პროექტის ფარგლებში შეთავაზებულ სასწავლო და დასაქმების პროგრამებთან).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით 2021 წლის 25თებერვლის ჩათვლით.
განაცხადის ფორმა: http://bit.ly/3tFVUAm
დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
აჭარა
დემოკრატიის ინსტიტუტი
ელ.ფოსტა: n.kakhadze@iod.ge
ტელ: 577 45 25 15
„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის" (SECTORS) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ასოციაცია „ათინათთან“ პარტნიორობით.