განცხადება ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარზე

განცხადება ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარზე

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ეხმაურება ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს https://bit.ly/2uK9ipy, https://bit.ly/2KcFyfU.

მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოახდინონ ბათუმის №3 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის დროული შესწავლა და დაიწყონ ობიექტური გამოძიება.

მოვუწოდებთ აჭარის ა.რ უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს სახალხო დამცველს, განახორციელონ აქტიური მონიტორინგი შემდგომ საგამოძიებო პროცესებზე.

საქართველოს პატიმრობის კოდექსის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრებისათვის ადამიანური პირობების შექმნა და მათი უფლებების რეალიზება.