განცხადება

განცხადება

„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაზე“ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია გურიაში, ქ. ოზურგეთში, ანასეულის საჯარო სკოლაში ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სავარაუდო ფაქტს ეხმაურება.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ანასეულის №5 საჯარო სკოლაში, პედაგოგმა, ამავე სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს თანაკლასელების, მშობლებისა და დამრიგებლის წინაშე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ყოფილი პატიმრის შვილები დისკრიმინაციულ კონტექსტში მოიხსენია http://bit.ly/2laOMt3

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსის შემთხვევები ხელს უწყობს სიძულვილის ენის წახალისებას ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების მიმართ, ასევე აძლიერებს საზოგადოებაში სტიგმატიზებული და არასწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

მივმართავთ შესაბამის პასუხისმგებელ ორგანოებს, მოახდინონ ფაქტის დროული შესწავლა, რათა ერთის მხრივ, გამოვლინდეს ობიექტური ჭეშმარიტება და მეორეს მხრივ, მოხდეს პრევენცია მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან არიდების მიზნით".

არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია - „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, ფონდი „აფხაზინტერკონტი“ და „თანაზიარი“.
26.12.2017