გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ

გავერთიანდეთ ბულინგის წინააღმდეგ

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ მშვიდობის კორპუსის მხარდაჭერით, ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანია, ბულინგის საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მისი შეჩერება.

პროექტით დაგეგმილია, მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და პედაგოგების ცნობიერების ამაღლება ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

• ადამიანის ძირითადი უფლებები და ვალდებულებები

• ბულინგის იდენტიფიცირება

• ბულინგის შედეგები და გრძელვადიანი მოქმედებები

• ეფექტური გზების გამოყენებით მისი შემცირება

• კონფლიქტების მოგვარება, ლიდერობა და ადვოკატირების უნარი

საჯარო სკოლებში გაიმართება საინფორმაციო სესიები და სამუშაო შეხვედრები. სკოლის მოსწავლეების წახალისების მიზნით, გამოცხადდება კონკურსი, გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების იდეით, ანტიბულინგური თემატიკით შესრულდება ქუჩის მხატვრობა.

► ბულინგი მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება. ბულინგს განმარტავენ, როგორც სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას, ეს არის განმეორებით ჩადენილი ნეგატიური ქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვას.

#გავერთიანდეთბულინგისწინააღმდეგ #StandUpSpeakOutAgainstBullying #PeaceCorps