„დემოკრატიის ინსტიტუტი“ და აჭარის დასაქმების სააგენტო რეგიონში დასაქმების ხელშეწყობაზე ერთობლივად მუშაობენ

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ და აჭარის დასაქმების სააგენტო რეგიონში დასაქმების ხელშეწყობაზე ერთობლივად მუშაობენ

2016 წლის ,,პროფესიული გადამზადების’’ სასწავლო კურსი 86-მა ბენეფიციარმა დაასრულა. აქედან 16 ბენეფიციარი საწარმოო პრაქტიკას გადის, ხოლო 70 კურსდამთავრებულიდან 57% უკვე დასაქმდა.

„დემოკრატიის ინსტიტუტსა“ და დასაქმების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ბენეფიციარებმა „დემოკრატიის ინსტიტუტში“ უცხო ენების (რუსული, ინგლისური) შემსწავლელი უფასო კურსები და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის საჭირო ტრენინგები (როგორ დავწეროთ cv და სამოტივაციო წერილი და საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა) გაიარეს.



სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმში დასაქმების სააგენტოს 2016 წლის პროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ შედეგების ანგარიშის მოსმენა გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარებს საჩუქრად პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და სამუშაო ინვენტარი გადასცა. ბართენდერს საჩუქრად გადაეცა შეიკერი და ბარის ხელსაწყოების კრებული; მზარეულს - პროფესიონალი დანების კომპლექტი და დანების სამაგრი მაგნიტი; კონდიტერს - ელექტრო ღუმელი; ელ.შემდუღებელს - შედუღების აპარატი და ელექტრო კუთხსახერხი; გაზზე შემდურებელს - აირით შედუღებისთვის საჭირო მოწყობილობები; სტილისტს - ფენი, მაკრატელი და სავარცხლების ნაკრები; სასტუმრო და სარესტორნო საქმის მწარმოებლებს - პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სახელმძღვანელოები.
პროფესიული გადამზადების პროგრამას აჭარის დასაქმების სააგენტო „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით წელს პირველად ახორციელებს.