„საკრებულოს აქვს საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია, თუმცა ხშირად ასე არ იქცევა“

„საკრებულოს აქვს საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია, თუმცა ხშირად ასე არ იქცევა“

„საკრებულოს აქვს საკითხების გადაწყვეტის კომპეტენცია, მას შეუძლია გამგეობის პასუხი არ გაითვალისწინოს, თუმცა ხშრად ასე არ იქცევა“-განაცხადა პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ არჩილ ყაზაიშვილმა.

ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე მისთვის მიუღებელია საკრებულოს არგუმენტები, რომ პეტიციებს გამგეობის მხრიდან ფინანსური რესურსის არარსებობის გამო ვერ აკმაყოფილებენ.

რამდენად საკმარისია თვითმმართველობის კომპეტენციები მოსახლეობის მხრიდან დასახელებული პრობლემების გადასაჭრელად-აღნიშნული საკითხი სამუშაო შეხვედრის განხილვის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა.

„ეს არის მმართველობა და არა თვითმმართველობა“-მთელი რიგი ფუნქციები გადმოეცა თვითმმართველობას, მაგრამ ის პოლიტიკას ვერ ქმნის. მას არ გააჩნია საკმარისი ადმაიანური, ფინანსური რესურსი და საჭირო კომპეტენციები. დამოკიდებულია ცენტრზე და რიგი საკითხებიც, სწორედ ამ მიზეზით ვერ წყდება-ასეთია საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოზიცია.

სად რა პრობლემები გამოვლინდა სისტემის მუშაობისას, ვინ იქნება პეტიციებით მოთხოვნილ საკითხებზე პასუხისმგებელი რგოლი მას შემდეგ, რაც ოზურგეთს თვითმმართველი ერთეულების გამსხვილების პროცესი შეეხო-ეს ის საკითხებია, რომლებზეც სამუშაო შეხვედრის ფარგლებში პროექტის განმახორციელებლმა ორგანიზაციებმა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

მოსახლეობის ჩართულობის დაბალი დონე, შეუთავსებლობა ადგილობრივთა მოთხოვნასა და შესრულებას შორის, მუნიციპალიტეტის მხრიდან მოქალაქეების მიერ მოთხოვნილი საკითხების გადაწყვეტისას საზოგადოების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი- როგორც შეხვედრაზე გაირკვა ეს სისტემის მუშაობისას გამოვლენილი ხარვეზებია.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ დასახელებულ აქტუალურ თემებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 4 პეტიცია შევიდა, აქედან მუნიციპალიტეტმა მიზანშეწონილად მხოლოდ ორი ცნო.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს „პეტიცია -ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.