„თუ საჭიროა თვითმმართველობა, მაშინ პეტიციების სისტემის არსებობა აუცილებელია“

„თუ საჭიროა თვითმმართველობა, მაშინ პეტიციების სისტემის არსებობა აუცილებელია“

„თუ საჭიროა თვითმმართველობა, მაშინ პეტიციების სისტემის არსებობა აუცილებელია“- ასე გამოხატა სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნინო გოგუაძე-ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი -„პეტიციის სისტემა დარჩა ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი იმისათვის, რომ მოქალაქეებმა პრობლემების თაობაზე თვითმმართველობას საკუთარი ხმა მიაწვდინონ“.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების წევრებთან შეხვედრისას ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პეტიციების სისტემის ამოქმედებით თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა მკვეთრად გაიზარდა.

საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა სისტემის მუშაობისას გამოვლენილ ერთ-ერთ ხარვეზად ხშირად მოსახლეობის სურვილებსა და თვითმმართველობის კომპეტენციებს შორის შეუთავსებლობა დაასახელეს.

ალეკო ბურჭულაძე-ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე -„აუცილებელია მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს თვითმმართველობის კომპეტენცია, რათა ესმოდეს თუ რისი მოთხოვნა შეუძლია მას, თვითმმართველობას კი რისი გადაჭრა“.

სამუშაო შეხვედრის ფორმატში მესამე სექტორის წარმოამდგენლებმა ყურადღება საკრებულოს რეგლამენტში არსებულ ხარვეზებზე და მათი გამოსწორების აუცილებლობაზეც გაამახვილეს.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს „პეტიცია -ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.