ხულოს მუნიციპალიტეტმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ რეკომენდაცია გაითვალისწინა

ხულოს მუნიციპალიტეტმა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ რეკომენდაცია გაითვალისწინა

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი, პეტიციის ფორმა და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის ფორმა დაამტკიცა.

პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში გამართული სამუშაო შეხვედრებისას აღნიშნული ფორმის არარსებობა ერთ-ერთ ხარვეზად გამოიკვეთა.

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლების რეკომენდაციაც პეტიციის სისტემის სრულყოფისა და მუნიციპალიტეტში პეტიციების წარდგენის გასამარტივებლად რეგისტრაციის მოწმობების ფორმის მიღებას ეხებოდა.

პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ მიზანდ ისახავს საქართველოში სამოქალაქო ჩართულობის გააქტიურებას და ამ გზით ადგილობრივთა პრობლემების გადაჭრას.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პროექტს „პეტიცია -ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.