“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის“ - პრეზენტაცია

“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის“ - პრეზენტაცია

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, დემოკრატიის ინსტიტუტის ახალი პროექტის - “უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის“, პრეზენტაცია დღეს ონლაინ ჩატარდა. საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა დისკუსია, რაც მთავარია, ყველა მხარე მზადაა თანამშრომლობისთვის.

პროექტის ფარგლებში:

✔ ჩატარდება დასაქმების ბაზრის საჭიროებების კვლევა;
✔ დაინერგება დუალური,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კომპონენტი (WBL);
✔ განხორციელდება არაფორმალური განათლების პროგრამები;
✔ ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებას;
✔ განხორციელდება სამეწარმეო უნარების სასწავლო პროგრამა, მხარს დავუჭერთ მოწყვლადი ჯგუფების ბიზნეს ინიციატივებს;
✔ თითოეულ რეგიონში დაფუძნდება ბიზნესკლასტერი, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს;
✔ დაფუძნდება სოციალური საწარმოები;

ონლაინ შეხვედრას ევროკავშირის, დასაქმების სააგენტოს, პროფესიული სასწავლებლების, უნივერსიტეტების, მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და რეგიონში მოქმედი ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის - პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის” - პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ „დემოკრატიის ინსტიტუტთან“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან“ და ასოციაცია „ათინათთან“ ერთად ახორციელებს.
#EU4Georgia
#ევროკავშირისაქართველოსთვის
#Skills4Jobs
#InstInstituteofDemocracy #დემოკრატიისინსტიტუტი
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი/Guria Youth Resource Center
საქართველოს ფერმერთა ასოციაცია/Georgian Farmers' Association
Association Atinati / ასოციაცია ათინათი