ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა

ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ყოფილი პატიმრების გასაძლიერებლად პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პროექტს დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს.

აჭარაში - „დემოკრატიის ინსტიტუტი“, სამეგრელო-ზემო სვანეთში - „თანაზიარი“, იმერეთში - „აფხაზინტერკონტი“ და გურიაში - „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ 34 თვის განმავლობაში ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს რეაბილიტაციის სერვისებს შესთავაზებენ.

პროექტის მთავარი მიმართულებები:
• სოციალური საწარმოების ამოქმედება და ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების დასაქმების ხელშეწყობა;
• ბენეფიციარების სტაჟირება დასაქმების პირობით;
• ბენეფიციართა თვითდასაქმება-საოჯახო ბიზნესის ჩამოყალიბების გზით;
• ყოფილ პატიმართა განათლება და პროფესიული გადამზადება;
• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
• იურიდიული დახმარება.

პროექტის ხანგრძლივობა: 1თებერვალი 2017 - 30 ნოემბერი 2019 წელი

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია:

დემოკრატიის ინსტიტუტი, ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107 ტელ: (0422) 27 57 44
აფხაზინტერკონტი, ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27 ტელ: (0431) 26 48 61
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4 ტელ: (0496 )27 41 26
თანაზიარი, ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88 ტელ: (0415) 22 10 78