ყოფილი პატიმრების საიუვილერო სახელოსნო

ყოფილი პატიმრების საიუვილერო სახელოსნო

ერთმანეთს პატარა სახელოსნოში შეხვდნენ, მაშინ ზურა იუველირთან სამაჯურის დასამზადებლად მივიდა. ხელობამ იმდენად დააინტერესა, რომ მოგვიანებით სამკაულების დამზადება თავად სცადა, გამოუვიდა კიდეც. მას შემდეგ ერთად დაიწყეს მუშაობა. კლიენტებიც მრავლად ყავდათ, საქმეც კარგად ააწყვეს, მაგრამ ერთმა შეცდომამ ყველაფერი შეცვალა.

ზურა და არჩილი რამდენიმე წლით საპატიმროში აღმოჩდნენ, თუმცა ხელობა არც ციხის პირობებში დავიწყებიათ. მართალია, პრაქტიკულად საიუველირო ნივთებს ვერ ამზადებდენ, მაგრამ სამომავლო საქმიანობას მაინც გეგმავდნენ.

გათავისუფლების შემდეგ მეგობრის დახმარებით პატარა სახელოსნო მოაწყვეს, სამუშაო იარაღები შეიძინეს და ძველ საქმიანობას დაუბრუნდნენ. დემოკრატიის ინსტიტუტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ დახმარებით მინანქრის ღუმელი შეიძინეს.

ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით სამკაულების დამზადებასთან ერთად ოსტატები მალე ტიხრულ მინანქარზე იმუშავებენ. ამბობენ, რომ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის დახმარებით საქმიანობას გააფართოვებენ და კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მიაღწევენ.

პროექტს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“ "დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი", "ფონდი აფხაზინტერკონტი", ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო -ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

სტატიაში მოყვანილი ბენეფიციარების სახელები მათივე თხოვნით პირობითია.