"მოულოდნელი სიურპრიზი ყველაზე სასიამოვნოა"

„მოულოდნელი სიურპრიზი ყველაზე სასიამოვნოა“-ასე შეაფასა ის ემოცია, რომელიც მის სახეზე აისახა 69 წლის ავთანდილ დიასამიძემ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქედის ხანდაზმულთა ცენტრში თითქოსდა ტრადიციულად გართობისთვის შეკრებილებს ორგანიზაციის წევრებმა მოულოდნელად საშობაოდ ტკბილეული გადასცეს. სიხარულმა მოლოდინს გადააჭარბა. მართალია ბევრ მათგანს ტკბილეული არც საკუთარ სახლშიც აკლია, თუმცა თავადვე ამბობენ, რომ უცხო ადამიანებისგან ეს ელემენტარული ყურადღების ჟესტი ორმაგად სასიხარულოა.

დემოკრატიის ინსტიტუმა „ხანდაზმულთა გაძლიერების“ პროექტის ბენეფიციარებს ბათუმსა და ქედაში წინასაშობაოდ საჩუქრები გადასცა. სასაჩუქრე პაკეტები ორივე მუნიციპალიტეტის ფარგლებში ჯამში 50-მა ბენეფიციარმა მიიღო.

პროექტი „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია“ 2015 წლიდან ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში, ქედშა, ქობულეთსა და ოზურგეთში ხორციელდება.