მზის ენერგიაზე მომუშავე განათება

მზის ენერგიაზე მომუშავე განათება

6 მაისის პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე კიდევ ერთი გარე განათება დამონტაჟდა. სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, დღის განმავლობაში მზისგან მიღებული ენერგიის აკუმულირების ახდენს, საღამოს კი დაგროვილი ენერგიის ხარჯზე ნათდება.

განათების ბოძს ვაზის ფორმა აქვს, რაც ქართულ ვაზის კულტურასთან ასოცირდება. პროექტის მიზანი გარე განათების სექტორიდან ნახშირროჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირებაა.

პროექტის ფარგლებში მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემა პირველად ბათუმში შაფათავას და მარუხის ქუჩების კვეთაში მოეწყო, სადაც ტაძრის ეზოში არსებული სკვერი განათდა.

ბათუმის მერის ინფორმაციით სამომავლოდ შესაძლებელია მსგავსი პროექტების განხორციელება და ბათუმის ქუჩებში მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემის დანერგვა.

პროექტის მიზანია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში მერების შეთანხმების ფარგლებში გარე განათების სექტორიდან ნახშიროჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირება.

პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორი კომპანია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდია.