პატიმრის ოჯახის ცხოვრება

პატიმრის ოჯახის ცხოვრება

ცომს დილიდან დიდი მონდომებით ამზადებს, რომ სკოლის დაწყებამდე ხაჭაპურები, ფუნთუშები და სხვადასხვა კერძები მზად ჰქონდეს. ბედნიერია, როცა პატარა გოგო-ბიჭები გემრიელი ცომეულის მოლოდინში საყვარელ კერძებს ერთ რიგად ელოდებიან. მსურველებს, როცა ვეღარ აუდის, გაყიდვებში მას მეუღლე ეხმარება.

მარგალიტა ტივაძე სწრაფი კვების ობიექტს უკვე წლებია ამუშავებს. მოთხოვნა მის კერძებს ყოველთვის ქონდა, მაგრამ საცხობი ინვენტარის არ ქონის გამო, საკმარისი რაოდენობის პროდუქტის მომზადებას ვერ ახერხებდა. საცხობის მუშაობის წარმადობა წლების განმავლობაში დაბალი იყო. სიდუხჭირის გამო, ვერც ინვენტარის შეძენას ახერხებდა.

მას შვილი პატიმრობაში ჰყავს. ამბობს, რომ მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, შვილთან ვიზიტს იშვიათად ახერხებს, თუმცა ტელეფონით ეხმიანება და თავის გამომცხვარ ფუნთუშეულს ხშირად უგზავნის.

პატიმრის ოჯახი დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „ყოფილი პატიმრების გაძლიერება“ ბენეფიციარია. პროექტში ჩართვისთანავე ცოლ-ქმარი თვითდასაქმების კომპონენტით დაინტერესდა და ბიზნეს განაცხადი დაწერა, რომელიც მცირე საწარმოსთვის დამატებითი მოწყობილობების შეძენას და ამ გზით, პროდუქციისა და შემოსავლების გაზრდას გულისხმობდა. ბენეფიციარს განაცხადი დაუფინანსდა, შედეგად მან მიქსერი, ხორცის შესაწვავი ტოსტერი და სხვა საჭირო ინვენტარი შეიძინა.

რამდენიმე თვეა, რაც განახლებული ინვენტარით მუშაობს, ამბობს, რომ ახალი პროდუქციის წარმოება შეძლო. ახლა უკვე საკმარისი რაოდენობის პროდუქტს აცხობს, თავადაც კმაყოფილია და ოჯახიც ფინანსურად გაძლიერდა.

სწორედ ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერებას გულისხმობს პროექტი, რომელსაც დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში ახორციელებს.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბენეფიციარების თვითდასაქმებაა. თვითდასაქმების კომპონენტი, გულისხმობს მცირე საწარმოების დაფინანსებას და საოჯახო ბიზნესის გაძლიერებას, რაც საბოლოოდ ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ გაძლიერებას გულისხმობს.

ბიზნეს განაცხადის დამტკიცებამდე, პროექტი ბენეფიციარებისთვის ბიზნესის მართვის ტრენინგებს და კონსულტაციებსაც ითვალისწინებს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი აფხაზინტერკონტი ახორციელებს.