პეტიცია ზებრა გადასასვლებების მოსაწყობად

პეტიცია ზებრა გადასასვლებების მოსაწყობად

ეს 42 წლის ინგა ბერაძეა, ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები. ორი შვილის დედა იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ამბობს, რომ მას და მის ათობით მეზობელს ბავშვების ჭადრაკსა და სხვადასხვა სპორტულ წრეებზე გაშვება ეშინია, რადგან მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარებისა და ჭადრაკის სასახლე კ. გამსახურდიასა და თბილისის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს, სადაც ინტენსიური მოძრაობაა.

ქუჩებზე არსად არ არის მონიშნული ზებრა გადასასვლელები და არც სიჩქარის შემზღუდავი ბარიერებია დამონტაჟებული, რაც საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და მოზარდების გადაადგილებას.
პროექტს „პეტიცია ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დახმარებით ქალბატონი ნინოსა და ადგილობრივთა პრობლემები ერთ პეტიციაში გაერთიანდა. მოსახლეობა პეტიციის გზით ითხოვს:

კ. გამსახურდიასა და თბილისის ქუჩებზე მოინიშნოს ზებრა გადასასვლელები და ასევე დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები.

ამ ეტაპზე პეტიციების საკრებულოში ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვების პროცესი მიმდინარეობს. პეტიციის საკრებულოში წარდგენის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტი იქნება, რამდენად გაითვალისწინებს ის ადგილობრივთა მოთხოვნას.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2016 წლიდან ახორციელებს და მის მიზანს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.