პირველად ბათუმში მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი გაიხსნა

პირველად ბათუმში მზის ენერგიაზე მომუშავე სისტემით განათებული სკვერი გაიხსნა

ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკვერი ოფიციალურად გაიხსნა.

არსებული რეკრეაციული ზონა შაფათავასა და მარუხის ქუჩების კვეთაში მდებარეობს.სპეციალურ მოწყობილობაზე მიერთებული განათების სისტემა, მზისგან მიღებული ენერგიით სრულად და გარანტირებულად უზრუნველყოფს არსებულ სკვერში განლაგებული ტაძრის ფასადისა და ეზოს განათებას.

სკვერში სამომავლოდ დამონტაჟდება მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქცია USB დასამუხტი წერტილებით, სადაც შესაძლებელი იქნება მობილური ტელეფონების დამუხტვა, ასევე სკვერში ხელმისაწვდომი იქნება Wi-Fi.

პროექტის მიზანია შექმნას გარე განათების სისტემაში განახლებადი ენერგიის გამოყენების სადემონსტრაციო პრეცედენტი.

პროექტს ბათუმის მერიასთან ერთად დემოკრატიის ინსტიტუტი ახორციელებს, ხოლო დონორ კომპანიას გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) წარმოადგენს.

პროექტი: გარე განათების სექტორიდან ნახშირროჟანგის ემისიის შემცირების სტიმულირება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში.