პროექტის შედეგების პრეზენტაცია

პროექტის შედეგების პრეზენტაცია

  • საგანმანათლებლო პროგრამები და მონაწილეები;
  • საოჯახო ბიზნესის ამოქმედების/გაძლიერების მიმართულებით მიღწეული შედეგები;
  • მომავალი პროფესიის არჩევის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებული საქმიანობები;

ეს ის მთავარი მიმართულებებია, რაზეც დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით 2015 წლიდან მუშაობს. პირველად რეგიონის მასშტაბით ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში დაფუძნდა ტრენინგ ცენტრები, სადაც ახალგაზრდებისთვის, დიდი ხნის უმუშევრებისთვის, 45 წელს გადაცილებული ქალებისთვის, შშმ პირებისთვისა და სტუდენტებისთვის სწავლა უფასოდ მიმდინარეობდა.

პროექტის მთავარი შედეგები:

  • პროექტის ფარგლებში საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამებში ჩართული იყო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები 1295 პირი (ახალგაზრდები, დიდი ხნის უმუშევრები, დაბალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმებულები და ა.შ.);
  • საოჯახო ბიზნესის ამოქმედების/გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 161 საოჯახო ბიზნესი, რომელშიც ჩართულია 230 მოქალაქე;
  • მომავალი პროფესიის არჩევის ხელშეწყობის კომპონენტში საერთო ჯამში სკოლებში გაიმართა 323 შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა 8004 სკოლის მოსწავლე.

6 ივლისს ბათუმში სასტუმრო რედისონში დემოკრატიის ინსტიტუტმა პროექტის „დასაქმებზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის, სახელმწიფო დაწესებულებების, არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტის ფარგლებში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლიერების გამოხატვის ნიშნად მადლობის სიგელები გადაეცათ სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს.

პროექტის შემსრულებლები: დემოკრატიის ინსტიტუტი; DVV International; განვითარების აკადემია, ხანდაზმულ ქალთა ასოციაცია - ,,ღირსეული სიბერე’’.