ქედაში მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოეწყო

ქედაში მარწყვის სასათბურე მეურნეობა მოეწყო

თენგიზ თედორაძემ ქედაში მარწყვის სასათბურე მეურნეობა „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელშეწყობით დაიწყო.
მცირე გრანტით სათბურისთვის რკინის კონსტრუქცია, წვეთოვანი მილი და ქოთნები შეიძინა.
ქედაში მოყვანილი მარწყვი ბათუმის ბაზარზე დიდი მოთხოვნით და მაღალი ფასით გამოირჩევა.

ახალგაზრდა მეწარმემ შეძლო მარწყვი ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ ექცია.„დემოკრატიის ინსტიტუტი“ ხელს უწყობს მცირე საოჯახო ბიზნესის განვითარებასა და დასაქმების ხელშეწყობას.

პროექტი "დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.