ქედაში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება

ქედაში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება

ქედაში რეგისტრირებულ პირებს პეტიციის მომზადება, ხელმოწერების შეგროვება და მუნიციპალიტეტამდე საკუთარი პრობლემების ამ ფორმით მიტანა აღარ მოუწევთ. პეტიცია, რომლითაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემის ამოქმედებას ითხოვდნენ საკრებულომ დადებითად სცნო და შესაბამისი დადგენილებაც მიიღო.

პეტიციის ელექტრონულად წარდგენისათვის საჭირო შესაბამისი ელექტრონული აპლიკაციის ფორმა, რომელიც ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ინტეგრირებული, საქართველოს მასშტაბით სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტს აქვს.

მოქალაქეთა აქტიურობამ, მათ მიერ პეტიციის მომზადებამ და ამ ფორმით საკითხის გააქტიურებამ ქედაშიც შედეგი გამოიღო. შესაბამისად, ადგილობრივებს საკრებულოში პეტიციის წარდგენის პროცესი სამომავლოდ ბევრად გაუმარტივდებათ. მალე ქედის მუნიციაპლიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდს ელექტრონული პეტიციის წარსადგენად საჭირო აპლიკაცია დაემატება.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარადჭერით 2016 წლიდან ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.