ქედის ხანდაზმული ბენეფიციარები ფილმში გადაღებისთვის ემზადებიან

ქედის ხანდაზმული ბენეფიციარები ფილმში გადაღებისთვის ემზადებიან

რეჟისორი ზაზა ხალვაში ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ბენეფიციარებს, „ქედის ხანდაზმულთა კლუბის“ წევრებს შეხვდა. კინო ხელოვანი ახალი ფილმის სცენარზე მუშაობს, რომლის ნაწილის გადაღებაც ქედაში შედგება. ეპიზოდურ როლებს ქედის ხანდაზმული ბენეფიციარები შეასრულებენ.

ა(ა)იპ ქედის ზდასრულთა განათლების ცენტრი ა(ა)იპ დემოკრატიის ინსტიტუტისა და DVV International-ის მხარდაჭერით ფუნქციონირებს.

პროექტს "ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში", ევროკავშირის დაფინანსებით, "დემოკრატიის ინსტიტუტი" პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს.