ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცდა

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცდა

სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მართვა და კატასტროფის რისკის შემცირება, ახალგაზრდებისა და ქალების ჩართულობის ხელშეწყობა - სწორედ აღნიშნული მიმართულებებია წარმოდგენილი ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებულ ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში, რომელიც ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ის მიერ დამტკიცდა.

სტრატეგიის დამტკიცებამდე, დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა ადგილობრივი თემებისა და ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მთავრობისათვის. ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა, ევროკავშირის პარტნიორ ორგანიზაციებთან CENN-თან და დემოკრატიის ინსტიტუტთან ერთად საჯარო განხილვები დოკუმენტის სტრატეგიულ და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამართა.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველმა საბჭომ განხილვების შედეგად მიღებული შენიშვნები და კომენტარები საბოლოო დოკუმენტში ასახა. შეხვედრების დროს, საზოგადოებას ასევე გააცნეს ინფორმაცია დაგეგმილი საგრანტო კონკურსის შესახებ, რომელიც მალე გამოცხადდება.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან პარტნიორობით:

  • საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  • დემოკრატიის ინსტიტუტი (IOD)
  • ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტი (ÖIR)

დოკუმენტი სრულად ☟