რა პეტიციები წარადგინეს გურულებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში?

რა პეტიციები წარადგინეს გურულებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში?

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული ოთხი პეტიცია იქნა წარდგენილი.
საპეტიციო საკითხები:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბებში მცხოვრები მოქალაქეების დასაქმების და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბიზნეს გეგმების დაფინანსების მიზნით საბიუჯეტო პროგრამის შემუშავების საკითხის გადაწყვეტა.
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების და დაბების ცენტრში ინტერნეტის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით უსადენო ინტერნეტ კავშირის მოწყობილობის მონტაჟის - (WiFi)- ს საკითხის გადაწყვეტა.
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის დაგეგმვის და რეგულირების წესის დადგენა
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლების და დაბების ცენტრში ხანძრის საშიში ფაქტორების ზემოქმედებისაგან ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის (წყლის ონკანი) მონტაჟის საკითხის გადაწყვეტა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს და საპეტიციო პრობლემების კვლევას გურიაში „დემოკრატიის ინსტიტუტის“ პარტნიორი ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“ ახორციელებს.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად ➠ http://bit.ly/2ed7vCFპეტიცია-ხალხის-ხმა