რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევის დროს 5 მარტივი რჩევა:
1. ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი უნარები და შესაძლებლობები;
2. გაითვალისწინეთ მხოლოდ თქვენი ინტერესები;
3. პროფესიის შერჩევის დროს განსაზღვრეთ თქვენთვის პრიორიტეტული მხარეები;
4. კარგად შეისწავლეთ ის პროფესია რომელსაც ირჩევთ;
5. შეისწავლეთ შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიები.

დემოკრატიის ინსტიტუტი მომავალი პროფესიის არჩევის საკითხზე აჭარის საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს. მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს ამავე სკოლის ცნობილი კურსდამთავრებულები მომავალი პროფესიის არჩევისთვის პრაქტიკულ რჩევებს უწევენ.

მომავალი პროფესიის არჩევის საკითხზე შეხვედრები უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წელს 215 სკოლაში 4745-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრები ტარდება დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით.