როგორ მოვამზადოთ Facebook რეკლამა

როგორ მოვამზადოთ Facebook რეკლამა

"დემოკრატიის ინსტიტუტში“ "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ბენეფიციარები სოციალური მედიისა და ინტერნეტრესურსების გამოყენებით თავიანთი ბიზნესსაქმიანობის რეკლამირების სხვადასხვა გზებს გაეცნენ.

რა ინფორმაცია უნდა განათავსოთ ინტერნეტში

როგორ უნდა მართოთ Facebook გვერდი

როგორი უნდა იყოს თქვენი პოსტები სოციალურ ქსელში

როგორ დააინტერესებთ მომხმარებლებს

როგორ დაამყარებთ ახალ ბიზნეს კონტაქტებს

ეს და კიდევ სხვა საკითხები მსმენელებმა პრაქტიკული მაგალითების თანხლებით დეტალურად განიხილეს, რამდენიმე მათგანმა თავიანთი ბიზნეს კომპანიის გვერდი შექმნა და პირველი საინფორმაციო პოსტიც გააზიარა.

სხვა მსმენელებიც თავიანთი ბიზნეს კომპანიის Facebook გვერდის ადმინისტრატორები გახდნენ და სამომავლო აქტივობები იქვე დაგეგმეს.

ტრენინგი ჩატარდა "დემოკრატიის ინსტიტუტის" "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში.
პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.