საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას. საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს გაიმართა. მეორე საგრანტო კონკურსში წარმოდგენილი ცხრა განაცხადიდან ოთხი პროექტი დაფინანსდა. გამარჯვებული ორგანიზაციებია: „თანამშრომლობისა და განვითარების რეგიონული ქსელი“, „ნათელი მომავალი“, სამცხე ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“, „ქალები მომავლისთვის“.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციები სხვადასხვა რეგიონებიდანაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთი ადგილობრივია. „თანამშრომლობისა და განვითარების რეგიონული ქსელი“ ბათუმში მოქმედი ორგანიზაციაა, რომელიც ქვემო ქართლში ეკომიგრანტების გაძლიერების კუთხით იმუშავებს. „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ჯამში 8 პროექტი დააფინანსა. დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში დაფინანსდა.