საინფორმაციო შეხვედრები ეკომიგრანტებთან

საინფორმაციო შეხვედრები ეკომიგრანტებთან

„სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება“ „დემოკრატიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს, რომელიც ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული აჭარელი ეკომიგრანტების უფლებებისა და სამოქალაქო ინტერესების დაცვას უწყობს ხელს.

კარ და კარ ჩამოვლის პრინციპით ეკომიგრანტებს პროექტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ და დაინტერესებული ეკომიგრანტებისთვის ტრენინგზე მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კითხვარი შეივსო.


პროექტის ფარგლებში ოთხ მაღალმთიან სოფელში ეკომიგრანტებს ადამიანის უფლებებისა და ადვოკატირების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდებათ. ეკომიგრანტებს უფასო იურიდიული კონსულტაციები გაეწევათ და სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
პროექტი დაფინანსებულია "დემოკრატიის ინსტიტუტის" მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანია“ ფარგლებში.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ მხარს უჭერს ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე დამწყები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში მოქმედი 8 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა.