სამმხრივი მემორანდუმი სერვისის გაუმჯობესებისთვის

სამმხრივი მემორანდუმი სერვისის გაუმჯობესებისთვის

დემოკრატიის ინსტიტუტში დღეს სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. აჭარის დასაქმების სააგენტოს, ბათუმის ავტოტრანსპორტსა და დემოკრატიის ინსტიტუტს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ბათუმის ავტოტრანსპორტში დასაქმებული 260 კონდუქტორი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დემოკრატიის ინსტიტუტის ტრენინგ ცენტრში უფასოდ გადამზადდება.


ბათუმის ავტოტრანსპორტის თანამშრომლებს ტრენინგები კომუნიკაციის ეფექტური სტრატეგიებისა და კონფლიქტების მართვის საკითხებში ჩაუტარდებათ, რაც სამომავლოდ მომსახურების სერვისების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ტრენინგი ჩატარდება დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედაბა აჭარაში“ ფარგლებში.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.