სამუშაო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

სამუშაო შეხვედრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" - ფარგლებში „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს მუნიციპალიტეტში მეორე ეტაპზე წარსადგენი საპეტიციო საკითხების გამოვლენა წარმოადგენდა. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული თემების უკეთ გამოსაკვეთად შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით მიმდინარეობდა.

სასაფლაოების მოვლა-პატრონობა, მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განაშენიანების გენერალური გეგმის არ არსებობა დაბაში-ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შეხვედრაზე პრიორიტეტულად დასახელდა.

დემოკრატიის ინსტიტუტი პროექტს „პეტიცია -ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს 4 რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.