სასამართლო დავა ხანდაზმულის სასარგებლოდ გადაწყდა

სასამართლო დავა ხანდაზმულის სასარგებლოდ გადაწყდა

უკვე წლებია, რაც 74 წლის უსინათლო არსენ ნაკაშიძე ზამთრისთვის შეშას სოფლის გზიდან ხელით ეზიდება. სასოფლო საავტომობილო გზა მეზობლებმა წლების წინ გადაკეტეს და ოჯახს გზით სარგებლობის უფლება აუკრძალეს, მას შემდეგ ხანდაზმულს ცხოვრება მძიმე ტვირთად აწევს. მეზობლებთან მოლაპარაკება არაერთხელ სცადა, მაგრამ ამაოდ.
სოფელ გობრონეთში დაწყებულმა სამეზობლო დავამ სასამართლოში გადაინაცვლა. 74 წლის არსენ ნაკაშიძე პროექტის „ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ბენეფიციარია. ხანდაზმულის უფლებებს დემოკრატიის ინსტიტუტის იურისტი რამინ გვარიშვილი იცავს.
ხელვაჩაურის რიონულმა სასამართლომ რამდენიმე დღის წინ არსენ ნაკაშიძის სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლემ მოპასუხე მხარე დაავალდებულა ხანდაზმულისთვის საავტომობილო გზით სარგებლობაში გადაცემა.
„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.
პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.