შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

რა ხარვეზები გამოიკვეთა ბათუმის საკრებულოში პეტიციების ინიცირებიდან დღემდე? როგორია ახალი მოწვევის საკრებულოს წევრების დამოკიდებულება სამომავლოდ შერჩეულ საპეტიციო საკითხებზე-თემებზე ბათუმის საკრებულოში შეხვედრა გაიმართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრას პეტიციის ინიციატორებიც ესწრებოდნენ, რომელბმაც შერჩეულ საპეტიციო საკითხებზე არგუმენტირებული პოზიცია ახალი მოწვევის დეპუტატებს უშუალოდ გააცნეს და თითოეულ მათგანზე მათი დამოკიდებულებაც მოისმინეს.

თავის მხრივ საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ თუ როგორ და რა ფორმით ესახებათ ინიციატორებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს საკრებულოს მიერ აღნიშნული საკითხების გადაჭრა თუ გათვალისწინება.

დაიგეგმა სამომამვლო თანამშრომლობის საკითხებიც. შეხვედრას პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დონორი ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ბათუმის საკრებულოში პროექტის "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" ფარგლებში გასულ წელს სულ 7 პეტიცია შევიდა, რომელთაგან მიზანშეწონილად საკრებულომ მხოლოდ 2 მათგანი მიიჩნია. მიმდინარე წელს, კი პროექტის ფარგლებში საკრებულოში 4 ახალი პეტიციის ინიცირება მოხდება.