შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეებმა 5 პეტიცია წარადგინეს

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეებმა 5 პეტიცია წარადგინეს

„დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროექტის „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მიერ ინიცირებული ხუთი პეტიცია იქნა წარდგენილი.
საპეტიციო საკითხები:
1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოფლებსა და დაბებში დამისამართების აბრებისა და ნიშნულების განთავსების საკითხის გადაწყვეტა.
2. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვის სფეროში მომავალი წლის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამების გათვალისწინების საკითხის გადაწყვეტა.
3. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ წაბლანიდან ღომის მთამდე არსებული საავტომობილო გზისთვის სტატუსის მინიჭების და სანიაღვრე არხების მოწყობა/მოვლის საკითხების გადაწყვეტა.
4. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ჩანჩხალოში სათიხეთის უბნიდან მდინარე ჩანჩხალომდე არსებულ მონაკვეთზე სანიაღვრე არხის მოწყობის საკითხის გადაწყვეტა.
5. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ წაბლანაში ადგილობრივი მნიშვნელობის ხიდის (წისქვილის ხიდი) რეაბილიტაციის საკითხების გადაწყვეტა.
„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საპეტიციო პრობლემების გამოვლენის მიზნით განაგრძობს მოსახლეობასთან შეხვედრებს და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით აქტიურ მუშაობას.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ იხილეთ ვრცლად ➠ http://bit.ly/2ed7vCFპეტიცია-ხალხის-ხმა