ტრენინგი ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის

ტრენინგი ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის

„დემოკრატიის ინსტიტუტში“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ეფექტური კომუნიკაციისა და სამუშაოს მოძიების ტრენინგი ჩატარდა.

მსმენელთა ნაწილი სამუშაოს მაძიებელი, ნაწილი კი საკუთარი ბიზნესის მქონე იყო. ტრენერებისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ წარმოაჩინონ თავიანთი საქმიანობა სოციალურ ქსელში. კერძოდ:

✓ რა ინფორმაცია უნდა განათავსოთ ინტერნეტში

✓ როგორ უნდა მართოთ FB გვერდი

✓ როგორი უნდა იყოს თქვენი პოსტები სოციალურ ქსელში

✓ როგორ დააინტერესებთ მომხმარებლებს

✓ როგორ დაამყარებთ ახალ ბიზნეს კონტაქტებს

მსმენელებმა ტრენერებთან ერთად სხვადასხვა წარმატებული ბიზნეს კომპანიის facebook გვერდი განიხილეს, ასევე პრაქტიკული სამუშაოების დახმარებით შექმნეს საკუთარი კომპანიის პერსონალური გვერდი და საჯაროდ გააზიარეს პირველი ინფორმაცია.

ტრენინგის დროს, სამუშაოს მაძიებლებს ტრენერებმა ის მნიშვნელოვანი რჩევები მიაწოდეს, რაც მათ დამსაქმებელთან პირველი კომუნიკაციის დროს უნდა გაითვალისწინონ. მსმენელებმა გაოცება გამოხატეს მაშინ, როცა ტრენერმა დამსაქმებელთან გასაუბრებისას ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო გარემოებად ჩაცმულობა დაასახელა.

სამუშაოს მაძიებელმა მსმენელებმა აღნიშნეს, რომ ტრენინგის შემდეგ უკვე თამამად გაივლიან დამსაქმებელთან გასაუბრებას.

ტრენინგი ჩატარდა "დემოკრატიის ინსტიტუტის" "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში. პროექტს "დემოკრატიის ინსტიტუტთან" ერთად ახორციელებს "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი", "თანაზიარი" და "ფონდი აფხაზინტერკონტი".

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი.