„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ტრენინგ ცენტრში სანიტარული ნორმებისა და სტანდარტების შესახებ ტრენინგი ჩატარდა კერძო და საჯარო ბაღების წარმომადგენლებისთვის. მსმენელები სამი დღის განმავლობაში სანიტარული ნორმების გათვალისწინებით ობიექტისა და დანადგარების დამუშავებას, ჰიგიენურ სტანდარტებსა და სხვადასხვა პროდუქტების შენახვის პირობებს ეცნობოდნენ. ტრენინგს სანიტარულ საკითხებზე სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები ატარებენ. ტრენინგი ტარდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ,,დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში’’ ფარგლებში.