ცდა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა

ცდა, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა

ვენახში ფუსფუსი და ვაზის მოვლა მისთვის ყველაფერია. ამბობს რომ, რაც თავი ახსოვს მევენახეობას მისდევს და სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია.

დღის თითქმის სრულ ნაწილს, ვენახში ატარებს. უვლის, როგორც საკუთარ შვილს, ცდილობს არაფერი მიაკლოს, რადგან იცის, რომ კარგი მოვლა ბოლოს შედეგს გამოიღებს.

წელიწადში საშუალოდ 3 ტონამდე ყურძენს კრეფს, ღვინოს წურავს. ეს დღეს-დღეობით ვანო სურმანიძის 7 სულაინი ოჯახის მთვარი შემოსავლის წყაროა.

ამბობს, რომ ვაზისადმი დიდი სიყვარულის გარეშე გქონდეს კარგი ვენახი შეუძლებელია.

გვასწავლის, რომ გრილ, ტენიან რეგიონში ვაზი უნდა შეიწამლოს, რათა ყვავილობის პერიოდში თავიდან ავიცილოთ ფოთლის და ნაყოფის დაზიანება. თვად წლებია უკვე ამ ინსტრუქციას მისდევს, თუმცა ამბობს, რომ ასაკის მატებასთან ერთად მოვლაც გაუჭირდა.

თავიდან ვენახის ერთი ჯიშით დაიწყო , მაღალი და სატალავერო ჯიშით. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მართალია, სჭირდებოდა შხამქიმიკატები, გასხვლა, მაგრამ მოსავალიც კარგი მოვიდა.

იხსენებს, რომ წლებთან ერთად ძალიან უჭირდა მოძველებული შესაწამლი აპარატის ტარება, რომელიც მძიმე და მოუხერხებელი იყო. წამლის გაფრქვევაც შედარებით ნაკლები ჰქონდა. სიძველის გამო ხშირად მწყობრიდან გამოდიოდა. დრომ ახალის შეძენის საჭიროება მოიტანა.

ამბობს, რომ კლიმატური პირობების ცვლილებამ ვაზის ტალავერზე აყვანის საჭიროებაც დააყენა, რისთვისაც მავთული ესაჭიროებოდა. მიზნის მიღწევა შრომასთან ერთად დიდ თანხებსაც მოითხოვდა. საჭირო იყო მავთულის შეძენა.

დარწმუნებული იმაში, რომ მიზნის განხორციელების შემთხვევაში შრომა შედეგს გამოიღებდა ცდა მაინც გადაწტყვიტა და დახმარებისთვის „დემოკრატიის ინსტიტუტს“ მიმართა. ორგანიზაციაში მისული „ხანდაზმულთა გაძლიერების „ პროექტში ჩაერთო.

მევენახეობის მიმართულებით რამდენიმე ტრენინგიც გაიარა და გეგმის შესახებ ორგანიზაციის წევრბსაც გაანდო. არასამთავრობო ორგანიზაციაში იდეის განხილვისა და გაანალიზების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ხელშეწყობის შემთხვევაში ბენეფიციარის საქმიანობა ბევრად შედეგიანი გახდებოდა და მოთხოვნილი ინვენტარის შეძენის გადაწყვეტილება მიიღეს.

ვანო სურმანიძეს დღეს თანამედროვე ტიპის ხეხილის შესაწამლი აპარატი აქვს. შეძენილი მავთულებით ვაზი ტალავერზე აიყვანა, რითაც მოსავლიანობა გაუორმაგდა. შეძენილი მავთულის ნაწილი კი ბოსტანსა და ხეხილის ბაღს მოახმარა. ამბობს, რომ სწორედ ჩატარებული სამუშაოებისა და ხშირი შეწამვლის შედეგად უკვე ადრე გაზაფხულზე საკუთარ ეზოში კიტრი-პომიდორი მოიყვანა და რეალიზებაც მოახერხა.

ბატონი ვანო ხანდაზმულთა კლუბის აქტიური წევრია, ახალა უკვე საკუთარ გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს და ცდილობს მევენახეობით დააინტერესოს.

გაჩერებას არ აპირებს. ამბობს, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ტრენინგებში აქტიურად ჩაერთვება, რათა ახალი ტექნოლოგიები შეისწავლოს და მისი შრომაც ბევრად ნაყოფიერი გახადოს.

„ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის“ პროექტი ბათუმში, ქედაში, ქობულეთსა და ოზურგეთში 2015 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს ხანდაზმულების გაძლიერება, უფლებების დაცვა, საზოგადოებაში ინტეგრაცია და ძალადობისგან დაცვის მექანიზმის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.

პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით დემოკრატიის ინსტიტუტი, ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ და „გურიის აგრობიზნესცენტრი“ ახორციელებს.