თუ ხართ ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, ან პრობაციონერი

თუ ხართ ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, ან პრობაციონერი

ახალი პროექტის ფარგლებში დემოკრატიის ინსტიტუტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო - ზემო სვანეთსა და იმერეთში 100-მდე ყოფილმა პატიმარმა, პატიმრის ოჯახის წევრმა და პრობაციონერმა მიმართა.

ამ ეტაპზე ბენეფიციარები ყველაზე მეტად მცირე ბიზნესის წამოწყებით, სოციალურ საწარმოში დასაქმებითა და იურიდიული დახმარების სერვისებით არიან დაინტერესებული.

ბენეფიციარები საქველმოქმედო ცენტრ "თანაზიარში"

დემოკრატიის ინსტიტუტი და პარტნიორი ორგანიზაციები („გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“,“თანაზიარი“, „აფხაზინტერკონტი“) საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებენ პროექტს "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების და პრობაციონერების გაძლიერება". პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სხვადასხვა სერვისით :

  • პროფესიული სწავლება (სხვადასხვა ხელობის დაუფლება)
  • თვითდასაქმება (მცირე ბიზნესის წამოწყება)
  • სოციალურ საწარმოში დასაქმება
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
  • იურიდიული დახმარება

ყოფილი პატიმრის ნამუშევრები იმერეთში

თუ ხართ ყოფილი პატიმარი, პატიმრის ოჯახის წევრი, ან პრობაციონერი

დაგვიკავშირდით:

აჭარა
დემოკრატიის ინსტიტუტი - ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107
ტელ.: (0422) 27 57 44

იმერეთი
ფონდი აფხაზინტერკონტი - ქ. ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27
ტელ.: (0431) 26 48 61

გურია
გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი - ქ. ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4
ტელ.: (0496) 27 41 26

სამეგრელო - ზემო სვანეთი
თანაზიარი - ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №88
ტელ.: (0415) 22 10 78

პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.