თვითდასაქმება - ახალი ცხოვრების დაწყების  შანსი

თვითდასაქმება - ახალი ცხოვრების დაწყების შანსი

ავტომობილების შეკეთება წლების წინ დაიწყო, ხელობა მამისგან შეისწავლა. ამბობს, რომ ეს მისი ინტერესის სფერო იყო.

ნ. გ პრობაციონერია, ის ხულოს მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში ავტოპროფილაქტიკის საჭიროება ყოველთვის იყო, თუმცა ავტომობილების სიმრავლესთან ერთად საკითხის გადაჭრის აუცილებლობა უფრო მეტად გამოიკვეთა.

29 წლის პრობაციონერი იხსენებს, რომ მანქანების შეკეთების თხოვნით მეზობლები ხშირად მიმართავდნენ, თუმცა იმის გამო, რომ სახელოსნო არ ქონდათ დახმარებაზე უარის თქმა უწევდათ.

მამა-შვილმა მალე სახლში მცირე ავტოპროფილაქტიკის გახსნა გადაწყვიტა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. შეკვეთებს ღებულობდნენ, სეზონურად პროფილაქტიკაში მუშაობას მამა განაგრძობდა, ნ.გ კი დამატებითი შემოსავლისთვის სამუშაოდ თურქეთში გადადიოდა.

ვითარება უბედური შემთხვევის შემდეგ შეიცვალა.

პირობითი მსჯავლის გამო ნ.გ-ს საზღვრის კვეთა აეკრძალა, შესაბამისად 5 წევრიან ოჯახს დამატებითი შემოსავლის წყარო გაუქრა და მხოლოდ პროფილაქტიკის იმედად დარჩნენ. ოჯახს პროფილაქტიკიდან სეზონურად მიღებული შემოსავალი აღარ კმაროდა, მეტი შეკვეთის მიღებაში კი ხელს მოძველებული ხელსაწყოები უშლიდათ.

გამოსავლის ძიებაში ნ.გ „დემოკრატიის ინსტიტუტს“ დაუკავშირდა. ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტში ჩაერთო, ბიზნესის მართვის ტრენინგი გაიარა, მოგვიანებით კი ხელსაქმის ეფექტიანად გასაგრძელებლად საჭირო ინვენტარი ითხოვა. ბენეფიციარის ბიზნეს იდეა პროექტის ფარგლებში შექმნილმა საგრანტო საბჭომ განიხილა და ინვენტარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.

ბენეფიციარს მოლოდინი მალევე გაუმართლა. ხელსაწყოების შეძენის შემდეგ მას შეკვეთების რაოდენობა მკვეთრად გაეზარდა, შესაბამისად იმატა ოჯახის შემოსავალმაც.

ნ.გ-მ პროექტის ფარგლებში იურიდიული დახმარებაც მიიღო. ის, დღეს-დღეობით ორგანიზაციის იურისტთან ერთად პირობითი მსჯავლის მოსახსნელად და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გასაგრძელებლად იბრძვის.

სწორედ პირობითი მსჯავრის გამო, ხშირად პრობაციონერები იმ საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ, რომელიც ადრე მათი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. სამუშაოს მაძიებლებისთვის იმედს თვითდასაქმება წარმოადგენს.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების დასაქმებისა და თვითდასამქების ხელშეწყობაა. ბენეფიციარების თვითდასაქმება მათივე სურვილისა და შესაძლებლობების გათვალიწინებით, საოჯახო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობით მიმდინარეობს.

პროექტს ევროკავშირის მხარადჭერით, დემოკრატიის ინსტიტუტი, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი, თანაზიარი და ფონდი "აფხაზინტერკონტი" ახორციელებს.