უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ყოფილი პატიმრებისთვის

უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ყოფილი პატიმრებისთვის

დღეს მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში ყოფილ პატიმრებს, პრობაციონერებსა და პატიმრის ოჯახის წევრებს უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ჩაუტარდათ.

ექიმ-ოფთალმოლოგის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსა და სათვალეს დემოკრატიის ინსტიტუტი “ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეიძენს.


სამედიცინო აქციაში 16 ბენეფიციარი მონაწილეობდა.
მსგავსი სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთშიც იგეგმება.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, „თანაზიარი“ და ფონდი „აფხაზინტერკონტი“.

პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რესოციალიზაციას ითვალისწინებს.

რესოციალიზაციის პროგრამის აქტიური მხარდამჭერია აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. უფასო სამედიცინო აქცია ყოფილი პატიმრებისთვის სამინისტროს მხარდაჭერით გასულ წელსაც ჩატარდა.