უფასო სამედიცინო გამოკვლევები ყოფილი პატიმრებისთვის

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ყოფილი პატიმრებისთვის

ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის აჭარასა და გურიაში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, აჭარაში 15 ყოფილ პატიმარს კარდიოლოგიური გამოკვლევები და კარდიოლოგის კონსულტაცია, უფასოდ ჩაუტარდა. დემოკრატიის ინსტიტუტი ბენეფიციარებს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებსაც შეუძენს. სამედიცინო აქცია აჭარაში ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით ჩატარდა.

უფასო კარდიოლოგიური გამოკვლევები თვის ბოლომდე გაგრძელდება გურიაში. "გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის" ბენეფიციარები აქციის ფარგლებში კარდიოლოგის კონსულტაციასაც უფასოდ გაივლიან.

სამედიცინო აქცია „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ჩატარდა.

აღნიშნულ პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში აჭარა, გურია, სამეგრელო ზემო-სვანეთსა და იმერეთში 2017 წლის თებერვლიდან ახორციელებს.

პროექტით გათვალიწინებული საქმიანობები გულისხმობს, აღნიშნულ რეგიონებში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას. კერძოდ, იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.

მსგავსი უფასო სამედიცინო აქცია აჭარასა და გურიის შემდეგ იმერეთში გაგრძელდება.