ველომოყვარულთა პეტიციებში ასახული მოთხოვნა

ველომოყვარულთა პეტიციებში ასახული მოთხოვნა

მისთვის ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით გადაადგილება სიამოვნებაა. 23 წლის მარიამ შველიძე ველომოყვარულია. ამბობს, რომ ბათუმში ველომოყვარულებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურა რომ არსებობდეს სამარშუტო ტაქსს საერთოდ დაივიწყებდა და მხოლოდ ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

მისი აზრით ქალაქში მრავლადაა ადგილები, სადაც ველოსიპედით სიამოვნებით ივლიდა, თუმცა სურვილის შესასრულებლად ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ამ შემთხვევაშიც პარკირებას აწყდება.
მარიამი ხშირად ველომარათონშიც მონაწილეობს.

“გვჭირდება უსაფრთხო სივრცე და ქალაქში ველოსიპედით გადაადგილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა”-ამ ლოზუნგით ბათუმში არაერთი ველო-მსვლელობა გამართულა. აღნიშნულით ახალგაზრდები შესაბამის უწყებამდე ხმის მიწვდენას ცდილობენ.

უკვე არსებული აქტივობების პარალელურად ახალგაზრდებმა საკუთარი პრობლლემების სათანადო უწყებამდე მიტანა პეტიციის გზითაც გადაწყვიტეს და საჭირო ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პეტიციით მარიამი და მისი თანამოაზრეები ბათუმის ქუჩებში არამუნიციპალური ველოსიპედების პარკირებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვენ.

პეტიცია ➤ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არამუნიციპალური ველოსიპედების სადგომი ადგილების (ველოპარკინგების) გამოყოფის და მოწყობის საკითხის საკრებულოს სხდომაზე შესწავლა, განხილვა და გადაწყვეტა.

ბათუმის საკრებულომ მოსახლეობის მიერ წარდგენილი პეტიცია მიზანშეწონილად ცნო და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

პროექტს „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2016 წლიდან ახორციელებს და მის მიზანს მოქალაქეთა გააქტიურებით, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით და ადვოკატირების კამპანიის გზით თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობა წარმოადგენს.