"დაპატიმრებამდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობილური ოპერატორის დასავლეთ საქართველოს მიმართულების ენერგეტიკული სამსახურის მენეჯერი ვიყავი. აჭარაშიც ანძების თითქმის 90% ჩემი გაკეთებულია. გათავისუფლების შემდეგ ნასამართლობის გამო, კომპანიაში ჩემს დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტი იყო. სისხლი ჩავაქციე ამ სამსახურში".
საპატიმროში გიორგი აზნაუროვმა თითქმის ათი წელი გაატარა. პატიმრობის შემდეგ უმეტეს ნაწილს გარემოსთან ადაპტაცია უჭირს, თუმცა გიორგი ამ მხრივ გამონაკლისია.
„დემოკრატიის ინსტიტუტის“ ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩართულია არაერთი ქალი, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, ციხის წლებსა და გათავისუფლების შემდგომ სირთულეებზე.
ბულინგი მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში. ბულინგი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად სკოლებში გვხვდება.
მაღალსართულიანმა კორპუსმა რომანის სახლი და ეზო დაჩრდილა. სახლის ოთახები დანესტილია, მშენებლობიდან კი როგორც ბენეფიციარი ამბობს, პერიოდულად სამშენებლო ნარჩენები ცვივა, რის გამოც, ეზო პარკინგისთვის გამოუსადეგარია.
საწარმოში, რომელიც „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში ამოქმედდა, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები არიან დასაქმებული.
„ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბენეფიციარებმა „დემოკრატიის ინსტიტუტში“ ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მორიგი ტრენინგი გაიარეს.
“დემოკრატიის ინსტიტუტში“ ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებისთვის, ასევე პატიმართა ოჯახის წევრებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა. სამუშაოს მაძიებელთათვის CV-სა და სამოტივაციო წერილის მომზადება, ციფრული მარკეტინგი, ბიზნესის მართვის ტრენინგი, ინგლისური ენის კურსები.
სასკოლო ღონისძიება „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წელს მეორედ ჩატარდა. პროექტი ბევრ სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების, ასევე ოჯახის წევრების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობაა.
ციცო ბოლქვაძე 40 წლისაა და ახლა საკუთარი, მცირე სამკერვალო აქვს. თუმცა მანამდე დიდ სამკერვალო კომპანიაში იყო დასაქმებული, სადაც, როგორც თავად ამბობს, ზეგანაკვეთურად მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, ვერც შვებულებით სარგებლობდა და ვერც ოჯახის წევრებს უთმობდა დროს.