ახალი ამბები

„ვერასოდეს წარმოვიდგენი, თუ ხანდაზმულობის პერიოდს ასე აქტიურად გავატარებდი“
„ვერასოდეს წარმოვიდგენი, თუ ხანდაზმულობის პერიოდს ასე აქტიურად გავატარებდი“
12 თებერვალი 2018

ფერადი ქსოვილები, ძაფები მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სამკერვალოში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით, კერავს ტანსაცმელს, ფარდებს, თეთრეულს. 63 წლის ჯულიეტა იმნაძისთვის ეს ერთგვარი ჰოფი და შემოსავლის მთავარი წყაროა.

პეტიცია ზებრა გადასასვლებების მოსაწყობად
პეტიცია ზებრა გადასასვლებების მოსაწყობად
6 თებერვალი 2018

კ. გამსახურდიასა და თბილისის ქუჩებზე მოინიშნოს ზებრა გადასასვლელები და ასევე დამონტაჟდეს სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები-ეს  ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებთა მოთხოვნაა, რომელიც ადგილობრივებმა პეტიციებში ასახეს.

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების უფასო იურიდიული დახმარება
ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების უფასო იურიდიული დახმარება
2 თებერვალი 2018

რეაბილიტაციის სერვისებია იურიდიული დახმარება ➤ გადამზადება ➤ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება ➤ სტაჟირება ➤ დასაქმება და თვითდასაქმება ➤ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ველომოყვარულთა პეტიციებში ასახული მოთხოვნა
ველომოყვარულთა პეტიციებში ასახული მოთხოვნა
30 იანვარი 2018

მისთვის ქალაქის ქუჩებში ველოსიპედით სეირნობა დიდი სიამოვნებაა. 23 წლის მარიამ შველიძე ველომოყვარულია. ამბობს, რომ ბათუმში ველომოყვარულებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურა რომ არსებობდეს სამარშუტო ტაქსს საერთოდ დაივიწყებდა და მხოლოდ ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

"შეფასების წიგნაკი რომ გქონდეთ უამრავ მადლობას ჩაგიწერდით"
29 იანვარი 2018

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ყოფილი პატიმრებისა და პატიმართა ოჯახის წევრების რეაბილიტაციას. ერთ-ერთი კომპონენტი მათი დასაქმებაა, რაც საოჯახო საწარმოების გაძლიერების გზით მიიღწევა.

ყოფილი პატიმრის საოჯახო საწარმო
ყოფილი პატიმრის საოჯახო საწარმო
24 იანვარი 2018

მიქელაძეების ოჯახი უკვე თხუთმეტი წელია, რაც ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. საკუთარი სახლის სარდაფში მცირე სახელოსნო აქვთ მოწყობილი, სადაც მთელი ოჯახი დიდი სიყვარულითა და მონდომებით მუშაობს.

საახალწლო ღონისძიებები პატიმრების შვილებისთვის
საახალწლო ღონისძიებები პატიმრების შვილებისთვის
10 იანვარი 2018

საახალწლო ღონისძიებები ჩატარდა ოზურგეთსა და ქუთაისში. ბავშვებმა გასართობ პროგრამებში მიიღეს მონაწილეობა და „სანტასგან“ საჩუქრები მიიღეს.

"მოულოდნელი სიურპრიზი ყველაზე სასიამოვნოა"
9 იანვარი 2018

„მოულოდნელი სიურპრიზი ყველაზე სასიამოვნოა“-ასე შეაფასა ის ემოცია, რომელიც მის სახეზე აისახა 69 წლის ავთანდილ დიასამიძემ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ქედის ხანდაზმულთა ცენტრში თითქოსდა ტრადიციულად გართობისთვის შეკრებილებს ორგანიზაციის წევრებმა მოულოდნელად საშობაოდ ტკბილეული გადასცეს. 

ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილება
ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილება
8 იანვარი 2018

ფოთის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 11 დეკემბერს მოსახლეობის მიერ წარდგენილი სამივე პეტიცია საკრებულომ მიზანშეწონილად მიიჩნია. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება
4 იანვარი 2018

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის სისტემა ამოქმედდება. ჩხოროწყუს საკრებულომ პეტიციაში ასახული მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და საკრებულოს 2014 წლის 25 ივლისის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.