ახალი ამბები

რეაბილიტაციის სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის
რეაბილიტაციის სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის
17 ივლისი 2019

ციხიდან 2012 წელს გათავისუფლდა და საზოგადოებაში ინტეგრაცია ეტაპობრივად შეძლო. საქართველოში თავიდან ვერ დასაქმდა და ავტოსაქმის შესასწავლად ერაყის სპეციალურ სასწავლებელში გაემგზავრა სამი წლით. საქართველოში დაბრუნდა და მეგობრის დახმარებით სახელოსნო მოაწყო, ნელ-ნელა გააფართოვა, დღეს კი სამ ადამიანსაც ასაქმებს და მალე მეოთხე კადრსაც მიიღებს.

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმებაა
ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმებაა
8 ივლისი 2019

ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – დასაქმება მრავალი მიზეზითაა გამოწვეული: სამუშაო ადგილების სიმცირე  ➤ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისადმი დამსაქმებელთა დიდი ნაწილის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ➤ განათლების დაბალი მაჩვენებელი ➤პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტი და ა.შ

„ ჩვენ ყველანი უკვე მეგობრები ვართ“
„ ჩვენ ყველანი უკვე მეგობრები ვართ“
4 ივლისი 2019

გასვლითი პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებმა დადიანების სასახლე, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მარტვილის კანიონი მოინახულეს. 

"ციხე ჩემთვის ფსიქოლოგიური ტრავმა იყო"
27 ივნისი 2019

გათავისუფლების შემდეგ დასაქმება ყოფილი პატიმრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, გამონაკლისი არც მიშა ვაზაგაშვილია, ამჯერად სტაბილური სამსახური არ აქვს.

ხეზე კვეთის ოსტატი ყოფილი პატიმარი
ხეზე კვეთის ოსტატი ყოფილი პატიმარი
25 ივნისი 2019

ყოფილი პატიმრები მცირე გრანტის ხელშეწყობით საკუთარი ხელობით საქმდებიან. ხეზე კვეთის ოსტატი, მკერავი, ელექტრო შემდუღებელი, სტილისტი, მღებავი და კიდევ სხვა პროფესიის მქონე პირები პროექტის ხელშეწყობით დასაქმდნენ და მცირე გრანტით უკვე არსებულ საწარმოებიც გააძლიერეს.

ბიზნესის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი
ბიზნესის მართვის სასერტიფიკატო ტრენინგ კურსი
10 ივნისი 2019

ტრენინგს სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესწრებოდნენ. ზოგიერთ მათგანს წარმატებული ბიზნესი აქვს, მსმენელთა ნაწილი კი სამომავლოდ გეგმავს საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რაშიც ტრენინგი მნიშვნელოვნად დაეხმარება.

დემოკრატიის ინსტიტუტი პატიმრების ოჯახებს რეაბილიტაციის სერვისებს სთავაზობს
დემოკრატიის ინსტიტუტი პატიმრების ოჯახებს რეაბილიტაციის სერვისებს სთავაზობს
29 მაისი 2019

რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, პატიმრების ოჯახებისთვის უფასო სამედიცინო აქციები და სხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებები ტარდება.

ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია - საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო
ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია - საერთაშორისო გამოცდილება და საქართველო
21 მაისი 2019

ზოგიერთ ქვეყანაში პენიტენციური სისტემა სწორედ ნორმალიზაციის პრინციპზე დაყრდნობით მუშაობს. იმ პირებს, რომლებმაც სასჯელი მოიხადეს, ხელისუფლება აძლევს რეინტერგაციის გარანტიას. 

ვინ იხდის სასჯელს
ვინ იხდის სასჯელს
17 მაისი 2019

ვინ იხდის სასჯელს? მე არ ვიხდიდი. ფაქტობრივად, სასჯელს იხდიდა ჩემი ოჯახი, შვილები, დედაჩემი, რომელიც მოდიოდა და საათობით იდგა რიგში, პაემანზე რომ შემოსულიყო ან ამანათი შემოეგზავნა. ვფიქრობ, მათთვის მეტი სასჯელია, ვიდრე პატიმრისთვის.

თიხაზე მუშაობა და კინოს პირველი ემოცია
თიხაზე მუშაობა და კინოს პირველი ემოცია
24 აპრილი 2019

ლუკამ (სახელი შეცვლილია) კინოთეატრ აპოლოში დღეს მულტფილმი დიდ ეკრანზე პირველად ნახა.  ეს დღე მისთვის დაუვიწყარი იქნება.