კონფერენციის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა ხანდაზმულთა პრობლემების აქტუალიზაცია და მათი ინტერესების ადვოკატირება. კონფერენციას ესწრებოდნენ სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრებო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და დაინტერესებული პირები.
მიუხედავად მძიმე წარსულისა და უახლოესი ადამიანების დაკარგვისა, ამირან იობიძე ყველანაირად ცდილობს, რომ ფეხზე დადგეს და მომავლის იმედი არ დაკარგოს.
„გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში“ რეაბილიტაციის პროგრამაში იყვნენ ჩართული ზურას მცირეწლოვანი შვილებიც. გასართობ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და საახალწლო საჩუქრები მიიღეს.
რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულია წალენჯიხაში მცხოვრები 64 წლის გულნარა პილპია. პენსიონერი ქალი, რომელმაც წელიწადზე მეტი პატიმრობაში გაატარა, ახლა ოჯახის დახმარებას საკუთარი შრომით ცდილობს.
პეტიციის ელექტრონულად რეგისტრაციისთვის საჭირო პლატფორმა ხობისა და სენაკის საკრებულოებმაც აამოქმედა. შესაბამისად, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს საკუთარი მოთხოვნების, მნიშვნელოვანი თემების საკრებულომდე მიტანა უკვე სახლიდან გაუსვლელად ელექტრონულად შეუძლიათ. ეს ერთი-ერთი საკითხი იყო, რომელსაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან პეტიციის გზით ითხოვდნენ
ბეჟან თოდუა 7 წელია, რაც მეფუტკრეობით არის დაკავებული, გვიყვება, რომ თავდაპირველად რამდენიმე სკა ჰქონდა, ფუტკრების მოვლა კარგად არ იცოდა, მაგრამ ტრენინგებით, წიგნებითა და გამოცდილ ადამიანებთან კონსულტაციებით საქმიანობა გააფართოვა. ახლა 32 ოჯახი ყავს და კიდევ სურს საქმიანობა გააფართოვოს.
ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციის მიზნით, პროექტი ბენეფიციარების დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
ბათუმის საკრებულომ მოსახლეობის მიერ ინიცირებული პეტიციის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. პეტიცია, რომლითაც ინიციატორები თვითმმართველი ქალაქი ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 14 სექტემბრის #50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანას, სარეკრიაციო ზონის ტერიტორიაზე უძრავი ქონების დასაშვები სახეობების ჩამონათალიდან კაფეების, რესტორნების, სასტუმროების, საეკლესიო ობიექტების ამოღებას ითხოვდნენ არ დააკამყოფილა.
„მინდოდა ჩემი ოჯახისთვის, ნათესავებისთვის, მთელი სოფლისთვის დამემტკიცებინა, რომ ცხოვრებაში ერთი შეცდომა ყველას შეიძლება მოუვიდეს და ეს არ უნდა იყოს განაჩენი."
ვერცხლითა და ძვირფასი ქვებით სამკაულების დამზადებასთან ერთად ოსტატები მალე ტიხრულ მინანქარზე იმუშავებენ. ამბობენ, რომ დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის დახმარებით საქმიანობას გააფართოვებენ და კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მიაღწევენ.