კონკურსი მოსწავლეებისთვის:

“დემოკრატიის ინსტიტუტი”, ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე“ და “გურიის აგრობიზნესცენტრი” აცხადებს სტატიების კონკურსს: ახალგაზრდები ძალადობის წინაააღმდეგ!

კონკურსის მიზანია ახალგაზრდების მიერ ძალადობის პრობლემის სწორი გააზრება, მის მიმართ შეურიგებელი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, პრობლემის გარშემო სადისკუსიო სივრცის შექმნა, ოჯახში ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სტატია, სადაც ასახული იქნება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის თემატიკა, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, საზოგადოებამ, მედიამ და არასამთავრობო სექტორმა გენდერული ძალადობის დასაძლევად.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.

გთხოვთ, სტატიები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@iod.ge

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა არის - 2016 წლის 25 ნოემბერი. 18:00 საათი.

საკონკურსო ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი პრიზებით (პლანშეტი, iPad). ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება 9 დეკემბერს. გამარჯვებული სტატიები აქტიურად გავრცელდება ინტერნეტში, დაიბეჭდება რეგიონულ გაზეთებში.

სტატიების შეფასების კრიტერიუმებია:

თემატიკასთან შესაბამისობა;

ორიგინალურობა;

ინფორმატიულობა;

ლაკონურობა;

სტატიის წარდგენის წესი:

სტატიის მოცულობა არ უნდა აღემატებოდე A4 ფორმატის 2 თაბახის ფურცელს. უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ელექტრონული ვარიანტი Microsoft Word-ის ფორმატში (მუითითეთ ავტორის სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია); შრიფტი - Sylfaen; შრიფტის ზომა - 11; სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577 177 047


კონკურსი ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებული კოალიციური პროექტის ,,ხანდაზმულთა გაძლიერებისა და უფლებების დაცვის კამპანია აჭარაში“ ფარგლებში.