ტენდერი დემოკრატიის ინსტიტუტის ვებ. გვერდის რეკონსტრუქციის მიზნით

ტენდერი დემოკრატიის ინსტიტუტის ვებ. გვერდის რეკონსტრუქციის მიზნით

ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი” ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს „დემოკრატიის ინსტიტუტის“ არსებული ვებ-გვერდის (www.iod.ge) რეკონსტრუქციის მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის პირობები მოიცავს:
• ვებ-გვერდის დიზაინის გაუმჯობესება, ან ახალი კრეატიული დიზაინის შემოთავაზება, არსებული ვებ-გვერდის ფერების, მთავარი გვერდის განყოფილებებისა და ქვეგანყოფილებების შენარჩუნებით;
• ორგანიზაციის არსებული ვებ-გვერდის ძრავის ოპტიმიზაცია/გაუმჯობესება ან ახალი ოპტიმალური ძრავის ვარიანტის შემოთავაზება;
• ვებ-გვერდის მართვის სისტემის გაუმჯობესება და/ან მართვის მარტივი და ოპტიმალური ახალი სისტემის შემოთავაზება;
• ვებ-გვერდის ფუნქციონირების სტაბილურობის გაუმჯობესება, სადაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ბრაუზერში გამოჩენა, გვერდების ჩატვირთვის სისწრაფე, ტექსტისა და სიახლეების მართვის მოქნილი მექანიზმი, ბმულების მუშაობის სისწრაფე, მოქნილი და რელევანტური საძიებო სისტემა და ა.შ;
• სხვადასხვა ფორმატის, სტატიკური და ანიმაციური ბანერების, ფოტო და ვიდეო მასალების განთავსებისა და ხილვადობის სისტემის გაუმჯობესება;
• ვებ-გვერდის ადაპტირება სმარტფონისა და პლანშეტებისათვის.
ვებ-გვერდი უნდა შეიცავდეს ინტერაქტიულ რუკას, სადაც აჭარის, გურიისა და სამეგრელო-ზემოსვანეთის 20-ვე მუნიციპალიტეტისთვის უნდა მომზადდეს სისტემა, სადაც სამი სხვადასხვა ფერის ნიშნულით გამოჩნდება მუნიციპალიტეტში წარდგენილი პეტიციების შესახებ ინფორმაცია (განხილვის ეტაპზეა, დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, უარყოფითი გადაწყვეტილებაა მიღებული). აქვე შესაძლებელი უნდა იყოს პეტიციის მასალების ნახვა.

ვებ-გვერდი არის ორენოვანი;
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა 2016 წლის 05 მაისს, 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ შეთავაზებები ელ-ფოსტის მისამართზე: info@iod.ge.
ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას/ინფორმაციას:
- განმცხადებლის განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია);
- მსგავსი საქმიანობის გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (არანაკლებ ხუთი ვებ-გვერდის ბმული);
- შემოთავაზებული ფასი (დღგ-ს გარეშე);
- შემოთავაზებული პირობები;
- სამუშაოს შესრულების ვადები.

შესყიდვის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1200 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში (დღგ-ს გარეშე).

ასევე გაცნობებთ, რომ დემოკრატიის ინსტიტუტი, საგრანტო პროგრამის ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმარველობაში“ ფარგლებში გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. საგადასახადო შეღავათის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე (საიდენტიფიკაციო კოდი 245442980).