დემოკრატიის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკაში;
- ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
- სხვადასხვა სირთულის და შინაარსის თემაზე აკადემიური წერის გამოცდილება;
- ინტერვიუების ჩაწერის, სტატიების მომზადების და რედაქტირების გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა (ინგლისური).
ძირითადი მოვალეობები:
- დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტების ფარგლებში სიახლეების, სტატიების მომზადება და რედაქტირება;
- დემოკრატიის ინსტიტუტის ვებ და სოციალური გვერდების მართვა, სიახლეების, სტატიების განთავსება;
- დემოკრატიის ინსტიტუტის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების თვალყურის დევნება და შესწავლა.

ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ CV ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ორი რეკომენდატორის სახელი/გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია. დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე: info@iod.ge (გთხოვთ, მოითხოვეთ ელექტრონული გზავნილის მიღების დადასტურება). სათაურში უნდა მიუთითოთ - "ჟურნალისტის ვაკანსია".
ვადის დარღვევით და/ან არასრულყოფილად გაგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
ბოლო ვადა: 2017 წლის 5 მაისი, 17:00 საათი.
გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ეცნობებათ 2017 წლის 10 მაისამდე.
კანდიდატი შეირჩევა გასაუბრების გზით.