სტაჟირება

სტაჟირება

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „დემოკრატის ინსტიტუტი“ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, სტაჟირება გაიარონ და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ „დემოკრატიის ინსტიტუტში“, კერძოდ კი, მშვიდობის კორპუსის მიერ დაფინანსებულ პროექტში - „გავერთიანდეთ და ვისაუბროთ ბულინგის წინააღმდეგ“.

კონკურსის წესით შეირჩევა 3 სტაჟიორი.

პროექტის ზოგადი მიმოხილვა:

პროექტის მიზანია საინფორმაციო სემინარებისა და ვორქშოფების გზით, ბულინგის პრევენციის შესახებ, სკოლებში ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა. პროექტის დასკვნით ეტაპზე სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართება კონკურსი.

სამუშაო მუნიციპალიტეტები: ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო.

პროექტის განხორციელების პერიოდი: ივლისი, 2019 წელი - მარტი, 2020 წელი.

მოცემული სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი, არ გულისხმობს სამომავლო დასაქმების ვალდებულებას. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაო გარემოს და სამომავლო კარიერული განვითარებისათვის მნიშვნელოვან სამუშაო გამოცდილებას. სტაჟირების დასრულების შემდეგ ორგანიზაცია გასცემს სტაჟირების დამადასტურებელ ცნობას.

შერჩეული სტაჟიორები აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, პროექტის ლოჯისტიკურ დაგეგმვასა და ტრენინგ-ვორქშოფების ფასილიტაციაში. უშუალოდ იქნებიან პროექტის საქმიანობების მთავარი შემსრულებლები. სტაჟირების პერიოდში მუდმივ კოორდინაციაში იქნებიან პროექტის კოორდინატორთან.

პროექტის საწყის ეტაპზე სტაჟიორები გაივლიან ტრენერთა ტრენინგის სპეციალურ კურსს. სამუშაო მუნიციპალიტეტებში გადაადგილებას და საჭიროების შემთხვევაში სასტუმროში განთავსებას, "დემოკრატიის ინსტიტუტი“ უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ სტაჟიორს ჰქონდეს ზოგადი ცოდნა ბულინგის პრობლემებსა და მასშტაბებზე. ასევე აღიარებდეს ამ პრობლემას, როგორც ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას ახალგაზრდებისთვის, პატივს სცემდეს ადამიანის უფლებებსა და აღიარებდეს თანასწორობის პრინციპებს.

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა:

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ სტაჟირებისა და მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულობის მაღალი მოტივაცია.

როგორ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა:

კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

1. სამოტივაციო წერილი

უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:

✓ რატომ არის მოზარდებში ბულინგის ფაქტების გაზრდილი რაოდენობა;

✓ როგორ ხედავს ბულინგის შემცირების გზებს;

✓ რატომ არის საინტერესო მისთვის, იყოს პროექტის „გავერთიანდეთ და ვისაუბროთ ბულინგის წინააღმდეგ“ გუნდის წევრი;

✓ პროექტის დასრულების შემდეგ, როგორ გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას.

2. რეზიუმე (CV)

3. სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობა

შერჩევის პროცედურა მოიცავს ორ ეტაპს:

1. წარმოდგენილი დოკუმენტების შერჩევა;
2. გასაუბრება;

სასურველია, სტაჟიორი ფლობდეს ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე.

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@iod.ge (გთხოვთ, მოითხოვეთ ელექტრონული გზავნილის მიღების დადასტურება).
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 17 ივლისი, 18:00 საათი.
სათაურში მიუთითეთ - „სტაჟირება დემოკრატიის ინსტიტუტში“.