თქვენი პეტიცია საქართველოს რუკაზე!

პროექტი „პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს ჩაერთონ თავიანთ დასახლებაში/ქალაქში/მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად თითო მუნიციპალიტეტში სამი ძირითადი პრობლემა ვლინდება, რომელთა მოგვარებაც თვითმმართველობის კომპეტენციაა და პეტიციის სახით საკრებულოებს ეგზავნება. შეხვედრებზე შერჩეული ლიდერები-აქტიური მოქალაქეები არიან პეტიციის ინიციატორები და მომხსენებლები საკრებულოში. ისინი ასევე ორგანიზებას უწევენ ხელმოწერების შეგროვებას.

პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან (საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, ასოციაცია „ათინათი“, ) ერთად დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, აჭარაში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს.

  • პეტიცია დაკმაყოფილდა
  • პეტიცია განხილვის ეტაპზეა
  • პეტიცია არ დაკმაყოფილდა