დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგი

დემოკრატიის ინტიტუტი“ გთავაზობთ ტრენინგ-კურსს მათემატიკაში დაწყებითი კლასისა და I-VI კლასის მათემატიკის მასწავლებლებისთვის და მასწავლებლობის მსურველთათვის.

მიზნობრივი ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის (I-IVკლასები) მათემატიკის პედაგოგები, I-VI კლასის მათემატიკის პედაგოგები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

პროგრამის აღწერა: დაწყებითი საფეხურის მათემატიკის მასწავლებელთა (I-VI) სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა. პროგრამა მოიცავს I-VI კლასის მათემატიკის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს-ალგებრულ და გეომეტრიულ ნაწილს.

ძირითადი საკითხები:

რიცხვები და მოქმედებები - ნატურალური რიცხვები, მარტივი და შედგენილი რიცხვები, გამყოფი და ჯერადი, მთელი და რაციონალური რიცხვები, რიცხვთა ღერძი, რიცხვითი შუალედები , პროპორცია, რიცხვის ნაწილი, პროცენტი, ხარისხი, სიდიდის ერთეულები.

კანონზომიერება და ალგებრა - სიმრავლე, სიმრავლეებს შორის მიმართებები, მოქმედებები სასრულ სიმრავლეებზე, ალგებრული გამოსახულება, განტოლება.

გეომეტრია და სივრცის აღქმა - ძირითადი გეომეტრიული ობიექტები და ცნებები, წრფეების ურთიერთგანლაგება სიბრტყეზე, მრავალკუთხედი, გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე, სამკუთხედი, პარალელოგრამი, ტრაპეცია, ბრტყელი ფიგურის ფართობი, წრეწირი და წრე, მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე, სივრცითი სხეულები და მათი შლილები, სივრცითი სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი. ზომის ერთეულები.

მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა - მონაცემთა წარმოდგენის ხერხები: სია, ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა (წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული). მონაცემთა საშუალო.

პროგრამის ხანგრძლივობა: 40 საკონტაქტო საათი

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი(თანხის გადახდა აუცილებელია რეგისტრაციის გავლისთანავე მითითებულ საბანკო ანგარიშზე)

ტრენერი: რუსუდან ამაღლობელი - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-pried-ის ტრენერი მათემატიკის მიმართულებით.

რეგისტრაციისთვის იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

გაიცემა სერტიფიკატი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: მობ.: 577 17 37 07/577 17 37 04

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღების დასახელება: ა(ა)იპ ,,დემოკრატიის ინსტიტუტი“ ს/კ 245442980

მიმღების ბანკი: ტერაბანკი, ბანკის კოდი: TEBAGE22

ანგარიშის ნომერი: GE04KS0000000360801072